ავტორი:

"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას" - საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები

"ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას" - საქართველოში გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები

საქართველოში საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი და საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია ელჩების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელეს.

"ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირი ხელგაშლილი ეგებება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ამ რეგიონში სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის გავრცელებისთვის. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი გზაა. ის გულისხმობს არა მხოლოდ ევროკავშირის მიზნებისა და ღირებულებების მიღებას, არამედ ევროკავშირის კანონმდებლობის, სტანდარტებისა და ნორმების მიღებას. 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიწვევთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, ფოკუსირდნენ ამ შესაძლებლობაზე და გააერთიანონ ძალები 12 რეკომენდაციის განხორციელების გარშემო“, - აღნიშნულია განცხადებაში.