ავტორი:

Hotsale.ge ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიების სპონსორია - გაიგეთ, რა სიურპრიზები ელოდებათ მონაწილეებს

Hotsale.ge ტრენინგ ინდუსტრიაში წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიების სპონსორია - გაიგეთ, რა სიურპრიზები ელოდებათ მონაწილეებს

დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში Hotsale.ge „ტრენერთა დღე 2023-ის“ სპონსორი და პარტნიორია. ღონისძიება, რომელიც 1-ელ მარტს გაიმართება, ტრენინგ ინდუსტრიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი და მნიშვნელოვანი მოვლენაა.

ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანს ტრენინგ პროფესიონალების ერთ სივრცეში შეკრება, ერთმანეთთან წარმატებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობა და ისტორიულად პირველად საქართველოში ტრენინგ ინდუსტრიის ეთიკის დოკუმენტის მიღება წარმოადგენს. ასევე, პირველად მოხდება ტრენერების დაჯილდოება ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის.

„ტრენერთა დღე 2023-ის“ მასპინძელია სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel. ღონისძიება 250-ზე მეტ მონაწილეზეა გათვლილი. მისი მოდერატორები კი თორნიკე გურული და თამარ კანაშვილი იქნებიან.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მონაწილეებს შორის პრიზების გათამაშებაც, რომლის გენერალური სპონსორი Hotsale.ge გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ დანაზოგების ყველაზე მასშტაბური პლატფორმა საქართველოში უკვე, წლებია ტრენერთა ასოციაციის პარტნიორია. Hotsale.ge ამ ტრადიციას არც “ტრენერთა დღე 2023-ზე“ დაარღვევს და სტუმრებს უამრავ სიურპრიზს უმზადებს.

ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

R