ავტორი:

"მსახიობმა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაიხადა და ბავშვებს გადააფარა" - ცნობილი უკრაინელები, ვინც სამშობლოს დაცვას შეეწირნენ

"მსახიობმა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაიხადა და ბავშვებს გადააფარა" - ცნობილი უკრაინელები, ვინც სამშობლოს დაცვას შეეწირნენ

24 თებერვალს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. სამშობლოს დასაცავად არაერთმა უკრაინელმა აიღო ხელში იარაღი, მათ შორის იყვნენ ცნობილი ადამიანებიც. სამწუხაროდ, ომი დანაკარგების გარეშე არ არსებობს. უამრავ გარდაცვლილს შორის არიან მსახიობები, რეჟისორები, კომიკოსები...

  • პაშა ლი

ცნობილი უკრაინელი მსახიობი, პაშა ლი 6 მარტს ირპენში დაიღუპა. მსახიობი ძმასთან ერთად იყო, როდესაც მის ბატალიონს დაბომბვისას ცეცხლმოკიდებული სახლიდან ადამიანები გამოჰყავდა. როგორც თვითმხილველი ყვება, "მსახიობმა ამ დროს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაიხადა და ბავშვებს გადააფარა". ამ დროს, სამწუხაროდ, მძიმედ დაშავდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

  • არტემ დაციშინი

17 მარტს უკრაინის ეროვნული ოპერის ბალეტის სოლისტი არტემ დაციშინი დაიღუპა. 26 თებერვალს ოკუპანტებმა მის ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც დაციშინი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღეში სოლისტი გარდაიცვალა.

  • კარიმ გულამოვი

M1 არხის წამყვანი ჟურნალისტი ფრონტზე გარდაიცვალა. ფართომასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან იგი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და ქვეყნის დასაცავად იბრძოდა. კარიმ გულამოვის გარდაცვალების შესახებ 18 ივლისს გახდა ცნობილი.

  • ალექსანდრე შაპოვალი

12 სექტემბერს უკრაინის დამსახურებული არტისტი ალექსანდრე შაპოვალი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. დონეცკის ოლქის სოფელ მაიორსკთან ბრძოლისას უკრაინის ეროვნული ოპერის სოლისტი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით გარდაიცვალა.

  • ვადიმ ხლუპიანეცი

კიევის აკადემიური ოპერის თეატრის ბალეტის მოცეკვავე ბახმუტთან ბრძოლისას დაიღუპა. ვადიმი დონეცკიდან იყო. ხლუპიანეცი მხოლოდ 26 წლის იყო.

  • იაროსლავ გარკავკო

იუმორისტი, "სიცილის ლიგის" წევრი იაროსლავ გარკავკო ომში დაიღუპა. რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, იგი უკრაინის დასაცავად წავიდა. მისი გარდაცვალების შესახებ გასული წლის დეკემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი.

  • ოლეგ ბობალო

ცნობილმა უკრაინელი რეჟისორი ოლეგ ბობალო ბახმუტთან ბრძოლაში დაეცა. ის 2022 წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა. ბობალომ არაერთხელ გადაარჩინა მებრძოლები ბრძოლის ველზე. თუმცა თავად მძიმედ დაიჭრა. რეჟისორი მტრის მიერ ნასროლი ჭურვის ფრაგმენტმა იმსხვერპლა.

იხილეთ