ავტორი:

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს უთავმოყვარეო ხელისუფლებას" - დეკანოიძე

"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს უთავმოყვარეო ხელისუფლებას" - დეკანოიძე

ყველას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ რომ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს ჩვენს უთავმოყვარეო ხელისუფლებას ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომელიც რუსთაველი გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება.

როგორც დეკანოიძე განმარტავს, ყოვლად მიუღებელია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

"დღეს 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ყველას უნდა ვაჩვენოთ, ჩვენ რომ საქართველოს მოქალაქეები, სახელმწიფო თავმოყვარეა და არ ჰგავს ჩვენს უთავმოყვარეო ხელისუფლებას. ჩვენთვის ის ადამიანები, ვინც უკრაინაში თავისუფლებისთვის იბრძვიან, აჩენენ რწმენას, რაც საჭიროა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ნამდვილად სიკეთე გაიმარჯვებს ბოროტებაზე.

რუსული იმპერია, პუტინი ძალიან მალე დამარცხდება. ყოვლად მიუღებელია როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, მიუღებელია უკრაინის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება. ვინც მოგვწონს, ან არ მოგვწონს, დღეს მნიშვნელოვანია აქ დგომა“,- აღნიშნავს დეკანოიძე.

ნახეთ ასევე: