ავტორი:

ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან - რა ხდებოდა უკრაინის სოლიდარობის აქციაზე?

ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდან - რა ხდებოდა უკრაინის სოლიდარობის აქციაზე?

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია, სახელად - "ეს არის საქართველო - დიდება გმირებს", დასრულდა.

აქციის ბოლოს შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა და საქართველოში მყოფმა უკრაინის მოქალაქეებმა. ასევე, აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ქალაქ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, რომელმაც ქართველებს მადლობა გადაუხადა სოლიდარობისთვის.

ფოტოები, გიორგი ჟამერაშვილი, ვანო გორგიშვილი, "ინტერპრესნიუსი"