ავტორი:

ბაიდენი უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს - "ახლა არ სჭირდებათ"

ბაიდენი უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას გამორიცხავს - "ახლა არ სჭირდებათ"

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ამერიკული F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების ამ ეტაპზე გაგზავნას გამორიცხავს.

ABC News-თან ინტერვიუში, შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ უკრაინას ახლა F-16 თვითმფრინავები სჭირდება, ბაიდენმა უპასუხა: „არა, მას ახლა F-16-ები არ სჭირდება. ამ ეტაპზე მათ მიწოდებას გამოვრიცხავ.“

მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო უწყება ამ ეტაპისთვის უკრაინისთვის სხვა სახის მხარდაჭერას მიიჩნევენ უფრო მნიშვნელოვნად.

"ჩვენ მას ვუგზავნით იმას, რაც ამ ეტაპზე სჭირდება. მას სჭირდება ტანკები, არტილერია, სჭირდება საჰაერო თავდაცვა, მათ შორის კიდევ ერთი HIMAR[S] (მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა)“, - აღნიშნა ბაიდენმა.