ავტორი:

"თუ პრეტენზია გაქვთ, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ და ფსონს აგრესორზე არ უნდა დებდეთ" - პოდოლიაკი ჩინეთს

"თუ პრეტენზია გაქვთ, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ და ფსონს აგრესორზე არ უნდა დებდეთ" - პოდოლიაკი ჩინეთს

თუ პრეტენზია გაქვთ იმაზე, რომ გლობალური მოთამაშე იყოთ, არარეალურ გეგმას არ უნდა გვთავაზობდეთ, არ უნდა დებდეთ ფსონს აგრესორზე, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო კანონი და წააგებს ომს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს, რითაც ჩინეთის მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ეხმაურება.

"ეს არ არის შორსმჭვრეტელობა. ჩინეთო, „შესაძლებლობის ფანჯარა“ უსასრულო არ არის“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, გუშინ ჩინეთმა უკრაინაში ომის დასრულების საკუთარი გეგმა წარმოადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მოითხოვს: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, ცივი ომის მენტალიტეტზე უარის თქმას, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაცვას, ატომური ელექტროსადგურების დაცვას, სტრატეგიული რისკების შემცირებას, მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობას, ცალმხრივი სანქციების შეჩერებას, სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობის შენარჩუნებას, პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობას.

12-პუნქტიანი გეგმის გარდა, ჩინეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ბირთვული იარაღი არ უნდა იქნას გამოყენებული" და "ბირთვული ომები არ უნდა მოხდეს".