ავტორი:

"შეშფოთებული ვართ ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს" - ნორვეგიის საგარეო უწყება

"შეშფოთებული ვართ ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს" - ნორვეგიის საგარეო უწყება

ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყება ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ.

"ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ნახეთ ასევე: