ავტორი:

10 კაცით დარჩენილმა "ნაპოლიმ" გამარჯვება მაინც მოიპოვა - კვარაცხელიას გუნდმა სერია A-ს ლიდერობა გაიმყარა: "კვარა" კვლავ შეუდარებელი იყო

10 კაცით დარჩენილმა "ნაპოლიმ" გამარჯვება მაინც მოიპოვა - კვარაცხელიას გუნდმა სერია A-ს ლიდერობა გაიმყარა:  "კვარა" კვლავ შეუდარებელი იყო

სერია A-ს 24-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ემპოლის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო ნეაპოლელებმა შეტევით დაიწყეს და მოწინააღმდეგეს მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. გამორჩეულა კარგად თამაშობდა კვარაცხელია.

მე-17 წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან ჩვენებურს მიუვიდა, მანაც ზუსტად ჩააწოდა საჯარიმოში, ზელენსკის დარტყმის შემდეგ "ემპოლის" მცველმა არდიან ისმაილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ამ მომენტის შემდეგ კიდევ ერთი კუთხურისას "ემპოლის" მეკარე ვიკარიო გამწარებული ყვიროდა: "კვარას" მიხედეთო!"

28-ე წუთზე კი, ასევე კუთხურის შემდეგ კვარაცხელიამ ბურთი კარისკენ დაარტყა, რაც მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ოსიმენმა გოლის გატანა მაინც მოახერხა.

მეორე ტაიმში "ნაპოლი" ისევ უტევდა. 67-ე წუთხე მარიო რუის უხეში თამაშის შემდეგ "კვარას" გუნდი 10 კაცით დარჩა. სპალეტიმ ცვლილებები განახორციელმა, მათ შორის 70-ე წუთზე ხვიჩაც შეცვალა, მოდანზე მის ნაცვლად ელმასი გამოვიდა.

შეიძლება ითქვას, რომ 10 კაცით თამაში "ნაპოლის" დიდად არ გასჭირვებია, გუნდი შეტევას კვლავ ცდილობდა, თუმცა ეს ოდნავ ნაკლებად მწვავედ გამოსდიოდათ, შესაბამისად, მეტოქეს მიეცა რამდენიმე შესაძლებლობა გოლის გასაქვითად, მაგრამ "ემპოლის" ფეხბურთელებმა ეს ვერ გამოიყენეს. მერეტიმ ნეაპოლელთა კარი კვლავ მშრალად შეინახა.