ავტორი:

კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პოლიციელი

კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პოლიციელი
  • ფოტოზე: ნოშრე თუშიშვილი

თელავში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელი ნოშრე თუშიშვილია.

ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავის-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახნენ. მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.