ავტორი:

"როგორ შეგვიძლია უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები?" - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე

"როგორ შეგვიძლია უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები?" - ვლადიმერ პუტინი დასავლეთზე

"დღევანდელ პირობებში, როდესაც ნატო-ს ყველა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა თავისი მთავარი მიზანი, რაც ჩვენთვის სტრატეგიული მარცხი მოყენებას გულისხმობს, რათა, როგორც ისინი ამბობენ, ჩვენი ხალხი დაზარალდეს, როგორ შეგვიძლია ამ პირობებში უგულებელვყოთ მათი ბირთვული შესაძლებლობები?" - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას "როსია 1“-ს განუცხადა.

  • კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს რუსეთის ლიკვიდაცია სურს.

"მათ ერთი მიზანი აქვთ: დაშალონ ყოფილი საბჭოთა კავშირი და მისი ფუნდამენტური ნაწილი – რუსეთის ფედერაცია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმითვე, დასავლეთი უკრაინის მიერ ჩადენილი "დანაშაულების" ირიბი თანამონაწილე იყო.