ავტორი:

"ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა..." - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

"ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა..." - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გამუდმებით ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს იღებს.

როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, ექსპრეზიდენტს კვლავ მაღალი წნევა და ტემპერატურა ჰქონდა.

"ოდნავ ხელი დავადე და იკივლა. სულ ტკივილგამაყუჩებლებზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა. სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს, ყველაფერი უბედურება. ხელის დადებით აღენიშნებოდა ტემპერატურა, ისე აღარ მიკითხავს, იმდენად ცუდად იყო, კიდევ რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი“, - განაცხადა ალასანიამ.