ავტორი:

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სპორტსმენი, მეტსახელად "ფული", რომელმაც ქონებით მესის და რონალდუს გადაასწრო - ფლოიდ მეივეზერის მილიარდები და ბიზნეს-იმპერია

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სპორტსმენი, მეტსახელად "ფული", რომელმაც ქონებით მესის და რონალდუს გადაასწრო - ფლოიდ მეივეზერის მილიარდები და ბიზნეს-იმპერია

ფლოიდ მეივეზერი - სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სპორტსმენია. მან მილიარდზე მეტი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო საკუთარი სახელი ბრენდად აქცია. მეივეზერმა თავისი ბიზნეს-იმპერია ააშენა და მდიდრულად ცხოვრობს.

  • როგორ იქცა მილიარდერად?

მეივეზერს ფანტასტიკური კარიერა აქვს: 20 წელზე მეტი რინგზე გაატარა და აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა. ბევრი აღიარებს როგორც ყველა დროის საუკეთესო მოკრივეს. მისი მთავარი მიღწევა ის არის, რომ კარიერა წაუგებლად დაასრულა - 50 მოგება და არც ერთი წაგება. გარდა ამისა, ჯანმრთელობის მინიმალური ზიანი მიიღო, რაც სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ იშვიათია.

  • Forbes-მა მეივეზერი ათწლეულის (2010-2019) ყველაზე მდიდარ სპორტმსენად დაასახელა. ამ პერიოდში მან 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რითაც კრიშტიანუ რონალდოს (800 მილიონი) და ლიონელ მესის (750 მილიონი) გადაასწრო.

ფლოიდი ყოველთვის მაღალ ჰონორარებს იღებდა. მაგალითად, 2013 წელს მექსიკელ საულ "კანელო“ ალვარესთან შეხვედრის შემდეგ, მან 75 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 2015 წელს მენი პაკიაოსთან - 300 მილიონი, ხოლო 2015 წელს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლაში - 350 მილიონი დოლარი მიიღო.

მეივეზერს ასეთი ჰონორარები იმიტომ აქვს, რომ პრომოუტერების მომსახურებაზე უარი თქვა. 2006 წელს მან "Top Rank”-თან კონტრაქტი გაწყვიტა, 750 ათასი დოლარი კომპენსაციის სახით გადაიხადა და იმ პერიოდიდან საკუთარ ბრძოლებს თავად აორგანიზებდა. ზუსტად მაშინ ზედმეტსახელად "ფული“ დაირქვა, მანამდე კი "ლამაზმანი“ ერქვა.

2007 წელს უკვე საკუთარი ბრენდი Mayweather Promotins დაარეგისტრირა. კომპანია ფულს აკეთებდა ბილეთების რეალიზაციით, ფასიანი ტრანსლაციებით, სარეკლამო კონტრაქტებით და ა.შ.

მეივეზერის გუნდმა დეტალებში შეისწავლა მთელი პროცესი: საჭირო პერსონალის მოძიება, მებრძოლების შერჩევა, სწორი ადგილების დაჯავშნა, რეკლამის გადაღება ტელევიზიისთვის და ცალკე სოცმედიისთვის.

ვეიმეზერის 10-მილიონიანი სასახლე

  • მეივეზერის ბიზნეს-იმპერია

მეივეზერს მრავალი ბიზნეს-პროექტი აქვს, საიდანაც სტაბილურ შემოსავალს იღებს. სპორტული ტანსაცმლის ბრენდი The money Team (TMT). სპონსორების ძებნის ნაცვლად - საკუთარი ტანსაცმლის ბრენდის დაარსება.

Mayweather Boxing + Fitness - ფიტნეს დარბაზების ქსელი. ფლოიდმა აღნიშნული კომპანია კონორ მაკგრეგორთან გამარჯვების შემდეგ გახსნა. დარბაზი იმით არის განსაკუთრებული, რომ ვირტუალური ტექნოლოგიების რეალობას იყენებენ.

უძრავი ქონება - მეივეზერი სხვადასხვა სივრცეებს აქირავებს. მაგალითად, ნიუ-იორკის უძრავ ქონებას მისთვის წელიწადში 25 მილიონი დოლარი მოაქვს. შემოსავლის ნაწილით სხვა ქონებას ყიდულობს და ისევ აქირავებს.

სტრიპტიზ-კლუბი Girls Collection - მეივეზერი აცხადებს, რომ გიჟდება ქალებზე და 7-8 ქალი სხვადასხვა მიზნების გამო ჰყავს - სექსი, რესტორანი, მოგზაურობა, და ის ზრუნავს მათზე. სტრიპტიზ კლუბების იდეით კი შეპყრობილია. "მე დავკავდი ამ ბიზნესით, იმიტომ რომ ქალის მკერდი, ვაგინა, მუსიკა და ალკოჰოლი მოდიდან არასდროს გადავა“, - ამბობს მოკრივე.

საგამოფენო ბრძოლები - მიუხედავად იმისა, რომ მეივეზერი 45 წლის არის, ის კვლავ იბრძვის. თუმცა ეს არ არის პროფესიონალური ორთაბრძოლები. ფლოიდი მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივ ვარსკვლავებთან საგამოფენო დაპირისპირებებს აწყობს. სტანდარტული ჰონორარი 10 მილიონი დოლარია.

დაპირისპირება კონორ მაკგრეგორთან

როგორც მოკრივე ამბობს, სიამოვნებს, როდესაც წარმატებულ მეწარმეებს ხვდება:

"მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებსაც არ ერიდებათ დახმარების ან რჩევის თხოვნა. უორენ ბაფეტის დონის ნაცნობები მყავს. როდესაც ჩემს ებრაელ მეგობრებს ვხვდები, მესმის, რომ ისინი ჩვენზე რამდენიმე წლით წინ არიან. მე ვიცი მათთან თამაშის წესები, ვიცი, სად აბანდებენ ფულს, რა ნაბიჯებს დგამენ. ერთადერთი მეთოდი, როგორ უნდა ისწავლოთ ამ ადამიანებისგან - ყურადღებიან მოსწავლედ ყოფნაა. მე კი ბუნებით მოსწავლე ვარ.

რაღაცები რასაც ვაკეთებ, Forbes-ში არ ხვდება. მე მაქვს საქმეები ჰონგ-კონგის ბანკებთან, იაპონიის ბანკებთან, არაბეთში. აშშ-ში 1.2 მილიარდი გამოვიმუშავე. მაგრამ იქნებ სხვა ქვეყნებში კიდევ რამდენიმე მილიარდი მაქვს?! დიდი გუნდი მყავს და ბიზნესით მთელ მსოფლიოში ვარ დაკავებული. ზოგჯერ 7 წლის წინ გაკეთებული საქმიდან მომდის შემოსავალი - იმდენად სწორად მიმყავს საქმე", - ამბობს სპორტსმენი.

მეივეზერი შვილებთან ერთად

მეივეზერს სურს რომ ბიზნეს-იმპერია შვილებს გადასცეს. მიზანია, შექმნას მდიდარი ადამიანების კლანი, რომლებიც სიღატაკეში არასდროს აღარ დაბრუნდებიან. ამიტომ ფლოიდი შვილებს ფულს ნაკლებად აძლევს, ძირითადად ცდილობს განვითარებაში შეუწყოს ხელი:

"ჩემი ოთხივე შვილი უკვე დიდი ადამიანები არიან. მე მათ ვუთხარი: "ამიერიდან არავითარი დახმარება. ასე ვერ გაგრძელდება“. მგონია, რომ ამით ბავშვებს უარესს ვუკეთებ. ვაძლევ მათ ფულს, მიდიან ყიდულობენ ტანსაცმელს, ბენზინ გასამართზე მანქანებისთვის საწვავს ყიდულობენ, წვეულებებს აწყობენ. შემდეგ ისევ ბრუნდებიან და მეუბნებიან, რომ ფული სჭირდებათ.

ვუთხარი, რომ ის დრო დასრულდა. რამის სწავლა თუ უნდათ, ყოველთვის დავეხმარები ფულით. თუ უკვე ჩვენს ორგანიზაციაში მუშაობენ, სასტარტო კაპიტალს მივცემ, ოღონდ თვითონ შექმნან. მინდა სიმდიდრის თაობა შევქმნა, - ამბობს მეივეზერი.

თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. ბავშვობაში ფლოიდის ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა. ზოგჯერ ელექტროენერგიაც კი არ ჰქონდათ. მისი სიტყვების თანახმად, ყოველთვის სურდა მოკრივე გამხდარიყო, რომ დიდი ფული ეშოვა.

"როცა 9 წლის ვიყავი, საწოლში ვიწექი და ჩემ თავს ვუთხარი: "მინდა ვიყო ყველაზე მდიდარი ადამიანი. ამისთვის დიდი გზა უნდა გამევლო“, - ამბობს ფლოიდი.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე