ავტორი:

უკრაინამ ახალი მარკა გამოუშვა დამარცხებული პუტინის გამოსახულებით და უხამსი წარწერით, რაც რუს დიქტატორს ეძღვნება

უკრაინამ ახალი მარკა გამოუშვა დამარცხებული პუტინის გამოსახულებით და უხამსი წარწერით, რაც რუს დიქტატორს ეძღვნება

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავზე, უკრაინამ გამოუშვა საფოსტო მარკები, რომელზეც დატანილია ცნობილი ბრიტანელი მხატვარ-გრაფიტისტ ბენქსის ნამუშევარი.

მასზე გამოსახულია ორთაბრძოლა ძიუდოში - მამაკაცს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჰგავს, მისი მოწინააღმდეგე პატარა ბიჭი ამარცხებს.

ბენქსი ცნობილია იმით, რომ ომის მიმდინარეობისას, უკრაინაში დაზიანებული შენობების არაერთი კედელი მოხატა, მარკაზე გამოსახული ნამუშევრის ორიგინალი კი შესრულებულია რუსული დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლის კედელზე ქალაქ ბოროდიანკაში, კიევიდან არც თუ ისე შორს.

მარკის ქვედა მარცხენა კუთხეში არის უხამსი წარწერა, რომელიც შემცირებულია ექვს ასომდე და მიმართული რუსი დიქტატორისადმი.

ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ძიუდოში შავი ქამრის მფლობელი და სპორტის ამ სახეობის დიდი მოყვარულია.

პარასკევს, როდესაც მარკა გაყიდვაში გამოვიდა, კიევის მთავარ ფოსტაში მსურველთა რიგი დადგა.

”ეს არის ძალიან მაგარი ჟესტი მსოფლიოსთვის, რათა ჩვენ დავრჩეთ ყურადღების ცენტრში”, - განუცხადა AFP-ს ერთ-ერთმა მყიდველმა.

შეგახსენებთ, უკრაინამ გასული წლის აპრილშიც გამოუშვა მარკა ომის თემაზე, მასზე ის რუსული სამხედრო გემია გამოსახული, რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა სამ ასოზე გაუშვეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს გემი უკრაინელმა მართლაც გაანადგურეს.

იხილეთ ასევე: