ავტორი:

მადონას უფროსი ძმა გარდაიცვალა - ენტონი ჩიკონე ალკოჰოლიზმს ებრძოდა და ქუჩაში ცხოვრობდა

მადონას უფროსი ძმა გარდაიცვალა - ენტონი ჩიკონე ალკოჰოლიზმს ებრძოდა და ქუჩაში ცხოვრობდა

მადონას ოჯახში ტრაგედია მოხდა - მისი უფროსი ძმა ენტონი გარდაიცვალა. მამაკაცი 66 წლის იყო. მაშინ, როდესაც მომღერალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებდა კონცერტებს და მისი ანგარიშები მრავალი მილიონი დოლარით ივსებოდა, მისი ძმა ქუჩაში ცხოვრობდა.

ენტონი ჩიკონე წლების წინ უსახლკაროდ დარჩა. მას ეკლესიისა და საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით გაჰქონდა თავი.

მამაკაცი წლების განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლზე, ასევე ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას. სხვადასხვა წყაროების თანახმად, მადონას ორივე უფროსი ძმა ახალგაზრდობაში ნარკოტიკებს მოიხმარდა. ბოლო წლებში კი ენტონი ალკოჰოლიზმით იტანჯებოდა.

მადონას დის ქმარმა ენტონის გარდაცვალებაზე ისაუბრა. ჯო ჰენრის თქმით, პოპ ვარსკვლავის ნათესავს თინეიჯერობის წლებიდან იცნობდა.

"ენტონი ჯერარდ ჩიკონემ წუხელ მიწიერი სამყარო დატოვა. მას 15 წლიდან ვიცნობ. მრავალი წელი გავიდა ჩვენი ახალგაზრდობიდან. ის რთული ადამიანი იყო“, - წერს ნათესავი.

  • წლების წინ, ენტონი მიჩიგანში, ღვინის ქარხანაში მუშაობდა. კომპანია მადონას მამას ეკუთვნოდა. საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზების გამო მამამ ვაჟი სამსახურიდან გააძევა და გარდა ამისა, სახლიც წაართვა. ენტონი ჩიკონე ყოველთვის ზედმეტად ამაყი იყო, რომ დახმარება დისთვის ეთხოვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილ მომღერალს ოთხი ძმა და სამი და ჰყავს: მარტინი, ენტონი, პაულა, კრისტოფერი, მელანი, ჯენიფერი და მარიო. კრისტოფერ ჩიკონემ გამოსცა წიგნი "ცხოვრება ჩემს დასთან, მადონასთან“, რომელმაც მომღერლისა და მისი მეუღლის, გაი რიჩის რეპუტაცია შეარყია.