ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. თბილისში, "თბილისი არენაზე" ქართველი კალათბურთელები ისლანდიელებს დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული იყო, განსაკუთრებით კი ბოლო წამები, საქართველო 3 ქულით დამარცხების შემთხვევაშიც გავიდოდა ჩემპიონატზე, ხოლო ისლანდიას 4-ქულიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებოდა.
თამაში საბოლოოდ ანგარიშით მეტოქე გუნდის გამარჯვებით, 77-80 დასრულდა, თუმცა რადგან სხვაობა 3 ქულაზე მეტი არ იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გავიდა.