ავტორი:

"როგორც ქართველები ამბობენ, მადლობა, ღამე მშვიდობისა" - კალათბურთის უცხოელი კომენტატორის ქართულად ნათქვამი სიტყვები და გამარჯვების ემოციები (ვიდეო)

"როგორც ქართველები ამბობენ, მადლობა, ღამე მშვიდობისა" - კალათბურთის უცხოელი კომენტატორის ქართულად ნათქვამი სიტყვები და გამარჯვების ემოციები (ვიდეო)

ისტორია დაიწერა - საქართველოს ეროვნული საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. თბილისში, "თბილისი არენაზე" ქართველი კალათბურთელები ისლანდიელებს დაუპირისპირდნენ.

მატჩი დაძაბული იყო, განსაკუთრებით კი ბოლო წამები, საქართველო 3 ქულით დამარცხების შემთხვევაშიც გავიდოდა ჩემპიონატზე, ხოლო ისლანდიას 4-ქულიანი უპირატესობით გამარჯვება სჭირდებოდა.

თამაში საბოლოოდ ანგარიშით მეტოქე გუნდის გამარჯვებით, 77-80 დასრულდა, თუმცა რადგან სხვაობა 3 ქულაზე მეტი არ იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები გავიდა.

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდი "ფეისბუქზე" თბილისში გამართული დრამატული შეხვედრის ბოლო წამების ვიდეოს აქავეყნებს, სადაც გამარჯვების ემოციებიც არის აღბეჭდილი. ვიდეოში უცხოელი კომენტატორის მიერ ნათქვამი რამდენიმე ქართული სიტყვაც გვესმის.

ნახეთ ვიდეო: