ავტორი:

"ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე“ - დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება

"ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე“ - დიმიტრი მედვედევი კვლავ იმუქრება

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი იმუქრება, რომ თუ რუსეთის არსებობის საკითხი დადგება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად კაცობრიობის, ცივილიზაციის არსებობაც.

  • "თუ თავად რუსეთის არსებობის საკითხი სერიოზულად დადგება, ეს, მთელი კაცობრიობის ცივილიზაციის შემდგომი არსებობის საკითხთან ერთად, უკრაინის ფრონტზე არ გადაწყდება. აქ არანაირი ორაზროვნება არ უნდა არსებობდეს. ჩვენ არ გვჭირდება სამყარო რუსეთის გარეშე“, - აღნიშნა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის მტრები "კიევის რეჟიმს" იარაღს აწვდიან და ამით შესაძლო მოლაპარაკებებს აფერხებენ და მეტიც, მათი ქმედებები "სრულ ფიასკოსა და აპოკალიფსს“ იწვევს.