ავტორი:

"ეს ყველაზე წარმატებული დივერსიაა 2022 წლის დასაწყისიდან" - სვეტლანა ტიხანოსვკაიას მრჩეველი ადასტურებს, რომ ბელარუსში პარტიზანებმა რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს

"ეს ყველაზე წარმატებული დივერსიაა 2022 წლის დასაწყისიდან" - სვეტლანა ტიხანოსვკაიას მრჩეველი ადასტურებს, რომ ბელარუსში პარტიზანებმა რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს

"პარტიზანებმა დაადასტურეს წარმატებული სპეცოპერაცია მინსკის მახლობლად მდებარე მაჩულიშის აეროდრომზე, იშვიათი რუსული თვითმფრინავის აფეთქების მიზნით", - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსმა მრჩეველმა, ფრანაკ ვიაჩორკამ განაცხადა.

  • "ეს არის ყველაზე წარმატებული დივერსია 2022 წლის დასაწყისიდან“, - აღნიშნა ფრანაკ ვიაჩორკამ.

მისი თქმით, ორმა ბელარუსმა, ვინც ოპერაცია ჩაატარა, დრონები გამოიყენა. მათ ტერიტორია უკვე დატოვეს და უსაფრთხოდ არიან.

ამასთან, ბელარუსის ანტისამთავრობო ორგანიზაციის BYPOL-ის ლიდერმა, ალექსანდრ აზაროვმა განაცხადა, რომ ოპერაცია ბელარუსებმა დრონების გამოყენებით განხორციელეს და ისინი ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოდ იმყოფებიან.

ცნობისთვის, მინსკიდან 12 კილომეტრში, მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე შაბათს აფეთქებები იყო, რა დროსაც რუსული თვითმფინავი დაზიანდა.