ავტორი:

ოპტიმოს 5 ძირითადი ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესის მართვაში დაგეხმარება

ოპტიმოს 5 ძირითადი ფუნქციონალი, რომელიც ბიზნესის მართვაში დაგეხმარება

ოპტიმო გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამაა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის, რომელიც ეხმარება როგორც ბიზნესის მფლობელს, ასევე მენეჯერსა და მომუშავე გუნდს წარმართოს მუშაობის პროცესი უფრო მარტივად და გონივრულად.

რა იგულისხმება ამაში? ქვემოთ გთავაზობთ იმ 5 ფუნქციონალს, რითიც ოპტიმო გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას

მარაგების აღრიცხვა და მართვა

მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მარაგების ჯერ აღრიცხვა, შემდეგ კი მართვა და კონტროლი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, არადა ამ საქმის ჯეროვნად შესრულების გარეშე თითქმის არაფერი გამოდის. დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი რომ არ დახარჯოთ, ამ ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში გირჩევთ დააყენოთ ოპტიმო, რომლის მთავარი უპირატესობა, სწორედ მარაგების აღრიცხვა, მართვა და კონტროლია. პროგრამაში ერთჯერადად პროდუქციის შეყვანის შემდეგ, ნებისმიერ დროს მიიღებთ განახლებულ ინფორმაციას საწყობსა და დახლებზე არსებული ნაშთების შესახებ და მოაგვარებთ იმ პრობლემას, რომელსაც ეფუძნება შესყიდვების დაგეგმვა და ფინანსების სწორად წარმართვა.

გამარტივებული შესყიდვები

ოპტიმო ინტეგრირებულია RS.GE-თან რითაც ამარტივებს ზედნადებების ატვირთვისა და დადასტურების პროცესს, რაც ამარტივებს შესყიდვების პროცესს, მეტიც, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ზედნადებების კორექტირებაც.

შემოსავლების კონტროლი

ოპტიმოს საშუალებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აკონტროლოთ შემოსავლები - გაყიდვები, შესყიდვები, მომგებიანობა, მეტიც, მისი საშუალებით მარტივად განსაზღვრავთ თქვენი ობიექტის ბესტსელერ პროდუქტს, გაყიდვების თვალსაზრისით ყველაზე აქტიურ ან პასიურ დროს დღის ან თვის განმავლობაში.

დისტანციური მართვა

ოპტიმო ქლაუდზე დაფუძნებული პროგრამაა, რითაც იძლევა საშუალებას, რომ მართოთ თქვენი ბიზნესი მაშინაც კი, როცა ფიზიკურად მისგან შორს იმყოფებით. გარდა ამისა, გამორიცხულია საჭირო ინფორმაციის დაკარგვა, რადგან ის იტვირთება ღრუბელზე და არ ამძიმეს თქვენს კომპიუტერს ზედმეტად სხვადასხვა ფაილებით.

მოლარის მარტივი პროგრამა

ოპტიმო გამოირჩევა მოლარის მარტივი პროგრამით, რითაც ეხმარება მოლარეს სწრაფად აწარმოოს გადახდები, გადაამოწმოს მარაგები პროგრამულად, აკონტროლოს რიგები, დაადასტუროს შეკვეთები მომწოდებლებისგან, გაატაროს პროდუქცია ფოტოთი, ან დასახლებით, მაშინაც კი როცა სკანერი შტრიხკოდს ვერ აღიქვამს, არ შეაყოვნოს მომხმარებელი, თუ წინა გადამხდელი შეფერხდება და.ა.შ.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ობიექტებისთვის საჭირო ამ მნიშვნელოვანი პროგრამით სარგებლობა თვეში სულ რაღაც 40 ლარადაა შესაძლებელი, თუმცა, მანამ სანამ თანამშრომლობას დაიწყებთ, ოპტიმო გაძლევთ საშუალებას, რომ 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ გამოცადოთ ის, მოირგოთ და შემდეგ გადადგათ ის ჭკვიანური ნაბიჯი, რაც ოპტიმოს თქვენს ობიექტზე ინსტალაციას ეხება.

არ დააყოვნოთ, ეწვიეთ საიტს optimo.ge და მართეთ ბიზნესი გონივრულად.

R