ავტორი:

"ეს ადამიანი პრაქტიკულად, ბანკროტია და რაც არ უნდა ახალი პარტია შექმნას, იქაც წარუმატებელი იქნება" - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

"ეს ადამიანი პრაქტიკულად, ბანკროტია და რაც არ უნდა ახალი პარტია შექმნას, იქაც წარუმატებელი იქნება" - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

"ეს ადამიანი პრაქტიკულად ბანკროტია და რაც არ უნდა ახალი პარტია შექმნას, იქაც წარუმატებელი იქნება, როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე იყო, - ასე უპასუხა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ახალი პარტიის შექმნას გეგმავს.

  • მისივე თქმით, პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში“ გახლეჩილები არიან და "აუცილებლად ახალი დაპირისპირებებიც გაჩნდება.“

"პრაქტიკულად, ეს ადამიანი ბანკროტია და რაც არ უნდა ახალი პარტია შექმნას, იქაც იგივე წარუმატებელი იქნება, როგორც იყო "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე. ლევან ხაბეიშვილი რომ მოგიგებს, რა პოლიტიკური ამბიცია უნდა დაგრჩეს იქ, წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი საინტერესო არ არის.

თავიდან ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა უნდოდათ, თუმცა შემდეგ რომან გოცირიძე გამოეყოთ, იძულებულები გახდნენ ბოიკოტზე უარი ეთქვათ, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა დაპირისპირება არის, თანმიმდევრობის დაცვა უწევთ, ეს არის რეალობა და სისუსტის ნიშანი. ასე გაგრძელდება ბუნებრივია პროცესები, გამომდინარე იქიდან, რომ შიგნით "ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩილი არიან, აუცილებლად ახალი დაპირისპირებებიც გაჩნდება. მათ შორის, მერაბიშვილსა და კეზერაშვილს შორის. ხაბეიშვილს შეიძლება მეტი ამბიცია გაუჩნდეს, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს. ეს გახლეჩვის პროცესები გაგრძელდება და ეს ყველაფერი პრინციპში კარგია“, - აღნიშნა კობახიძემ.

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გარკვეული პირების მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოება მათ არასდროს გაჰყვება, "როგორი ფანჩატურებიც არ უნდა შექმნან“.

"ეს არის ე.წ. ფანჩატური, რამდენი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან და როდესაც არ უნდა შექმნან, ბუნებრივია წარმატებული ვერ იქნება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ მხარეს საზოგადოების მხარდაჭერა ვერ იქნება, იმდენად დისკრედიტებულია ეს ხალხი, საზოგადოებამ იცის, რომ ამ ადამიანებს ან პოლიტიკურ ძალებს აქვთ უამრავი კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. აქედან გამომდინარე, საზოგადოება მათ არასდროს არ გაჰყვება, როგორი ფანჩატურებიც არ უნდა შექმნან“, - განაცხადა კობახიძემ.