ავტორი:

"კითხვას, რატომ იღებთ ამ კანონს, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს" - კელი დეგნანი "უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე

"კითხვას, რატომ იღებთ ამ კანონს, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს" - კელი დეგნანი "უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე

"ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს შესაბამისობაშია რუსულ კანონმდებლობასთან, რომელიც ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, ახშობს განსხვავებულ მოსაზრებებს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

"ყოველდღე ახალ-ახალი მიზეზი ჩნდება, რატომ შემუშავდა ეს კანონმდებლობა. თავდაპირველად იყო გამჭვირვალობა, მაშინ, როდესაც არსებობს ძალიან დიდი გამჭვირვალობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება უცხოური წყაროებიდან ქართველების დახმარება. შემუშავებული კანონპროექტი შეუშლის ხელს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან სხვა ქართველებს, ქართველებს, რომლებიც ცდილობენ პრობლემების გადაჭრას თავიანთ თემებში და სთავაზობენ სერვისებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, ახალგაზრდა ადამიანების, უნარშეზღუდული ადამიანების დახმარება“, - განაცხადა ელჩმა.

  • მისი თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ აეშენებინა დემოკრატია, დაეცვა საკუთარი თავისუფლება, ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის იმას, რასაც საქართველო ამდენი წელია აშენებს.

"ეს კანონპროექტი, როგორც ჩანს, შესაბამისობაშია რუსულ კანონმდებლობასთან, რომელიც ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, ახშობს განსხვავებულ მოსაზრებებს. ხედავთ, რაც ხდება რუსეთში, რუსული კანონი ძალიან ეფექტურად მოქმედებს სამოქალაქო საზოგადოებისა და განსხვავებული მოსაზრების ჩახშობის თვალსაზრისით. საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ აეშენებინა დემოკრატია, დაეცვა საკუთარი თავისუფლება, ეს კანონმდებლობა ძირს უთხრის იმას, რასაც საქართველო ამდენი წელია აშენებს. სწორედ ამიტომ საქართველოს პარტნიორები, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი, გაერო და სხვადასხვა ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება და კითხვას, რატომ იღებთ ამ კანონს, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს”, - აღნიშნა ელჩმა.