ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქობულეთში, ზღვაში 22 თებერვლიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ TV25-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ბელარუსის მოქალაქე იყო.
შეგახსენებთ, 35 წლის ქალს ზღვაში 23 თებერვლის შემდეგ ეძებდნენ. ის ზღვაში მეგობართან ერთად, ძაღლის გადასარჩენად შევიდა, უკან გამოსვლა კი ვეღარ შეძლო. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
“რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეები არიან. ზღვასთან სეირნობდნენ, ძაღლი უცებ ტალღამ გაიტაცა, გოგოები ძაღლის დასახმარებლად შევიდნენ, დაკარგული ქალი 34 წლამდე იქნებოდა”,- განუცხადა 22 თებერვალს ambebi.ge -ს ქობულეთის მკვიდრმა.