ავტორი:

"ჩვენთვის ყველაზე საყვარელ ქართველ "როსონერის" ვულოცავთ დაბადების დღეს" - როგორ ულოცავს იუბილეს "მილანი" კახა კალაძეს

"ჩვენთვის ყველაზე საყვარელ ქართველ "როსონერის" ვულოცავთ დაბადების დღეს" - როგორ ულოცავს იუბილეს "მილანი" კახა კალაძეს

ვეტერან ფეხბურთელს, თბილისის მერს, კახა კალაძეს დღეს, 27 თებერვალს დაბადების დღე აქვს. კალაძე 45 წლის გახდა. ის სოციალურ ქსელში არაერთ მილოცვას იღებს და მათ შორის ყოფილი კლუბის "მილანისგან".

"თავდამსხმელებისთვის ცხოვრების გაძნელება მისი მთავარი პარამეტრი იყო. ბედნიერი დაბადების დღე გქონდეს.

ჩვენთვის ყველაზე საყვარელ ქართველ "როსონერის" ვულოცავთ დაბადების დღეს!", - წერია მისალოც ტექსტში, რომელსაც იტალიური კლუბი "ტვიტერში" აქვეყნებს.

(შენიშვნა: როსონერი მილანის მეტსახელია და ამ სიტყვით მოიხსენიებენ, როგორც კლუბს, ასევე მის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს. სიტყვასიტყვით წითელსა და შავს ნიშნავს და მილანის ფეხბურთელების მაისურის ფერებზე მიუთითებს.)

გუნდის ფართოდ გავრცელებული მეტსახელი, სიტყვასიტყვით ნიშნავს "წითელ და შავკანიანებს" იტალიურად, მის მაისურზე ზოლების ფერების მითითებით.

Making life hard for strikers was his default setting: have a wonderful birthday, @kakhakala! 🍰

Tanti auguri al georgiano più amato da noi rossoneri! ❤️🖤 #SempreMilan
Brought to you by @BancoBPMSpa pic.twitter.com/Jw9FK6qspq
— AC Milan (@acmilan) February 27, 2023

ცნობისთვის, კალაძე "მილანში" 2001 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა. კლუბთან ერთად მან ჩემპიონთა ლიგის თასი ორჯერ მოიგო.