ავტორი:

"ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს" - რა ვითარებაა უკრაინაში, რას აცხადებს ზელენსკი?

"ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს" - რა ვითარებაა უკრაინაში, რას აცხადებს ზელენსკი?

დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"მუდმივად ვიმყოფები კავშირზე ჩვენს მეთაურებთან, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სიტუაციას აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, დონბასში. ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად და გასამაგრებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები ნამდვილი გმირები არიან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დონბასში ამ და სხვა მიმართულებებს იცავს.