ავტორი:

ტაილანდელმა ნარკომოვაჭრემ არაერთი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, რათა "მიმზიდველ კორეელ მამაკაცს" დამსგავსებოდა - "ახალი ცხოვრების დაწყება მსურდა"

ტაილანდელმა ნარკომოვაჭრემ არაერთი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, რათა "მიმზიდველ კორეელ მამაკაცს" დამსგავსებოდა - "ახალი ცხოვრების დაწყება მსურდა"

ტაილანდელმა ნარკოტიკებით მოვაჭრემ არაერთი პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, რათა "მომხიბვლელ კორეელ მამაკაცს“ დამსგავსებოდა და კანონისთვის თავი აერიდებინა.

  • საჰარატ სავანჯენგი, რომელმაც სახელიც შეიცვალა და კსეონგ ჯიმინი დაირქვა, ბანგკოკში დააკავეს. პოლიცია 3 თვის განმავლობაში ეძებდა 25 წლის ნარკოდილერს. მათი თქმით, საჰარატის თავდაპირველი გარეგნობიდან "აღარაფერია დარჩენილი."

სამართალდამცავებმა ტაილანდელ დამნაშავეს სხვა ნარკომოვაჭრეებთან გარიგებისას და ნარკოტიკების გაყიდვისას მიაგნეს. თვითმხილველებმა საჰარატი პოლიციასთან "მიმზიდველ კორეელ მამაკაცად“ დაახასიათეს.

ვიდეოში, რომელიც პოლიციამ დაკავებისას გადაიღო, საჰარატი ამბობს, რომ მას სამხრეთ კორეაში სურდა საცხოვრებლად გადასვლა: "ახალი ცხოვრების დაწყება მინდა. მომბეზრდა ტაილანდი“.

ის წარსულში სამჯერ იყო დაკავებული, თუმცა ციხიდან თავის დაღწევა მოახერხა და არაერთი პლასტიკური ოპერაციაც ჩაიტარა, რომ გამომძიებლებს ხელიდან დასხლტომოდა.

დაკავებულმა აღიარა, რომ ნარკოტიკები უმეტესად ნიდერლანდებიდან შეჰქონდა. "ის 25 წლის ასაკში უკვე ნარკობარონია. დაკავებულს ის ევროპიდან ჩამოაქვს", - განაცხადა თამასუტიმ.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა