სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა ავიარეისების მომსახურება დროებით შეაჩერა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქალაქის მთავრობა იუწყება.
"პულკოვოს აეროპორტი დროებით არ იღებს და არც აგზავნის თვითმფრინავებს“, - აცხადებენ სანკტ-პეტერბურგის მთავრობაში.
ამასთანავე, სააგენტო "რია ნოვოსტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სანკტ-პეტერბურგის საჰაერო სივრცე მოსკოვის დროით 13:20 საათამდე დაიხურა.
ამ დროისთვის, შეფერხების მიზეზი უცნობია.

ბელგოროდის მერის, ვალენტინ დემიდოვის განცხადებით, ქალაქში სამი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის ეკუთვნის დრონები. არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა.
დემიდოვის მტკიცებით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელი კომპლექსის ფანჯარას შეეჯახა. იქ მცხოვრები ადამიანები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი. ტერიტორიაზე შესვლა ამჟამად შეზღუდულია.