ავტორი:

"არ მჯერა, რომ ამას მიიღებენ" - იაგო ხვიჩია "უცხოური გავლენების შესახებ“

"არ მჯერა, რომ ამას მიიღებენ" - იაგო ხვიჩია "უცხოური გავლენების შესახებ“

აგენტების რეგისტრაციაზე კანონპროექტი პროპუტინისტურია, არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, - ამის შესახებ "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტები ხელისუფლებამ ყურადღების გადასატანად შემოიტანა და მის მიღებას არ გეგმავენ.

ხვიჩია თვლის, რომ ხელისუფლებას სურს პროპუტინისტური კანონებით გადაფაროს ის, ცვლილება რომელსაც თავდაცვის კოდექსი ითვალისწინებს და რომლის თანახმად, სასულიერო პირები სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ.

"ეს პროპუტინისტური კანონპროექტია, ამას არ მიიღებენ და ეს ჯარის რეფორმის თემიდან ყურადღების გადასატანად არის. ამას პირველი მოსმენით მიიღებენ და ვენეციის კომისიაში გადააგზავნიან და შემდეგ მისი ბედი გაუგებარი იქნება. მე დღემდე არ მგონია, რომ ამას მიიღებენ, უბრალოდ მათთვის მნიშვნელოვანი თემიდან რომ ნაკლებად მნიშვნელოვანზე გადაეტანათ ყურადღება და ჟურნალისტებზე და NGO-ებზე ელაპარაკათ ნაცვლად წვევამდელებისა, ამიტომ მოხდა ეს. კანონპროექტი შეგნებულად არის პროპუტინისტური, რომ ამას დისკუსია გამოეწვია. თუ ამ კანონს მიიღებენ მასზე ვეტო, რა თქმა უნდა, დასადებია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ კანონს მიიღებენ, ვენეციის კომისიაში გააგზავნიან და წავა ეს კანონი მოუსავლეთში, მაგრამ ამ დროს ჩავლილი იქნება ჯარის რეფორმა და თქვენს ოპერატორებს, შეყვარებულებს, საყვარლებს იძულებით წაასხამენ ჯარში”,- განაცხადა ხვიჩიამ.

ასევე იხილეთ: