ავტორი:

რუსებმა სვიატოგორსკში მაშველები დაბომბეს

რუსებმა სვიატოგორსკში მაშველები დაბომბეს

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სვიატოგორსკი დაბომბეს, რის შედეგადაც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ერთი მაშველი დაიღუპა, ოთხი კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ღამით რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს სვიატოგორსკს, თავდასხმა საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ნაწილზე განხორციელდა - წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 1 მაშველი, დაშავდა კიდევ 4“, - აცხადებს პაველ კირილენკო.

მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული და ცინიკური დარტყმა არა სამხედროებზე, არამედ მათზე, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას გადარჩენაში აქტიური საომარი მოქმედებების დროსაც კი ეხმარება.