ავტორი:

ქარიშხალი "ხულიეტა" და თოვლი ესპანეთში - ფოტოები და ვიდეო დათოვლილი ბარსელონადან

ქარიშხალი "ხულიეტა" და თოვლი ესპანეთში - ფოტოები და ვიდეო დათოვლილი ბარსელონადან

პოლარული ჰაერის მასის ესპანეთში შესვლამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურის შესამჩნევი ვარდნა გამოიწვია. ქარიშხალ "ხულიეტას" წყალობით, თოვლს მონატრებული ესპანელები, ახლა ზამთრის სუსხთან გამკლავებას ცდილობენ.

თოვლის გამო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გადაადგილებაც გართულდა და ჩაიკეტა გზები, ასევე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც.

ბარსელონასა და სან-სებასტიანის მაცხოვრებლებს, დილით თოვლის თხელი ფენა დახვდათ. დღის განმავლობაში თოვამ ისე იმატა, რომ გზებზე გადაადგილება გართულდა.

სინოპტიკოსების ცნობით, თოვა ბარსელონაში დღესაც გაგრძელდება

წყარო: elpais.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა