ავტორი:

შეიარაღებული დაპირისპირება გორში - მოკლულია ერთი პირი, ერთი დაჭრილია

შეიარაღებული დაპირისპირება გორში - მოკლულია ერთი პირი, ერთი დაჭრილია

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

ჩვენი ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით.