ავტორი:

მეტროს ლიანდაგში ერთი პირი ჩავარდა - "საბურთალოს ხაზზე" მოძრაობა შეჩერებულია

მეტროს ლიანდაგში ერთი პირი ჩავარდა - "საბურთალოს ხაზზე" მოძრაობა შეჩერებულია

თბილისის მეტროს "საბურთალოს ხაზზე" მოძრაობა შეჩერებულია. არსებული ინფორმაციით, მეტრო "სამედიცინო უნივერსიტეტში" ერთი პირი ლიანდაგებში ჩავარდა.

როგორც თბილისის მერიაში გვითხრეს, ლიანდაგში ჩავარდნილი პირი ამ წუთებში ამოჰყავთ, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგება. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.