ავტორი:

ევროკავშირში მოგზაურობაში თანხის გადახდა ჯერჯერობით არ მოგიწევთ - რა ვადით გადაიდო რეგულაციის ამოქმედება?

ევროკავშირში მოგზაურობაში თანხის გადახდა ჯერჯერობით არ მოგიწევთ - რა ვადით გადაიდო რეგულაციის ამოქმედება?

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს დამატებით 7 ევროს გადახდა ჯერჯერობით არ მოუწევთ. რადგან მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედება ევროკავშირმა სულ მცირე, 2024 წლამდე გადადო.

ის ეხებოდა ევროკავშირის არაწევრ, თუმცა უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს და ელექტრონულ ფასიან ავტორიზაციას გულისხმობდა, რომლის გავლაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლის მსურველებს მოუწევდათ.

რეგულაციის თანახმად, ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 7 ევრო უნდა ყოფილიყო, ავტორიზაცია უფასო იქნებოდა 18 წლამდე ასაკისა და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის.

ახალი წესის ამოქმედების გადადების მიზეზი უცნობია, თუმცა საგულისხმოა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისგან აღნიშნულ საკითხს უკმაყოფილება მოჰყვა, განსაკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების თქმით, რეგულაცია არ შეუქმნის მოქალაქეებს დისკომფორტს.

ETIAS-ზე მუშაობა ევროპაში 2016 წლიდან დაიწყო, თუმცა მისი შემოღება რამდენჯერმე გადადეს.