ავტორი:

უარი მეფე ჩარლზს - კორონაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე პოპულარული მომღერლები უარს ამბობენ

უარი მეფე ჩარლზს - კორონაციის ცერემონიაში მონაწილეობაზე პოპულარული მომღერლები უარს ამბობენ

დიდ ბრიტანეთში ჩარლზი მეფე ოფიციალურად 6 მაისს გახდება - სწორედ ამ დღეს არის დაგეგმილი მისი და კამილას კორონაცია. ხოლო მეორე დღეს უინძორების სასახლეში საზეიმო კონცერტი უნდა გაიმართოს.

უკვე დიდი ხანია უინძორების სასახლე პირობას დებს, რომ ამ ამბავთან დაკავშირებით სამეფო ოჯახის ეგიდით გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, სადაც მსოფლიოში ცნობილი მომღერლები იმღერებენ.

თუმცა როგორც ირკვევა, ჩარლზის გამეფებასთან დაკავშირებულ კონცერტში მონაწილეობაზე ვარსკვლავების უმეტესობა უარს ამბობს.

კორონაციაზე მოწვეულ შემსრულებლებს შორის არიან: ელტონ ჯონი, Spice Girls, ჰარი სტაილსი, ედ შირანი, ადელი და რობი უილიამსი. თუმცა ყველა აქ ჩამოთვლილმა მომღერალმა მიწვევაზე უარი განაცხადა.

ვარსკვლავებმა მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად წინასწარ შედგენილი გრაფიკი და მსოფლიო ტურნეები დაასახელეს, ზოგიერთ მათგანს კი მიზეზის გარეშეც არ გასჭირვებია უარის თქმა.

კონცერტი უინძორების სასახლეში კვირას, 7 მაისს გაიმართება. იმღერებს ჯგუფი Take That, თუმცა რობი უილიამსის გარეშე. წინასწარი ინფორმაციით, მათ დები კაილი და დანი მინოუგები შეუერთდებიან.

მეფე ჩარლზმა დიდი ბრიტანეთის კიდევ არაერთ ცნობილ მომღერალს გაუგზავნა მოწვევა, მაგრამ უმეტესობამ უარი განაცხადა და სასახლე ახლა უკვე სასოწარკვეთილი ეძებს შემსრულებლებს.

წყაროს თქმით, ელტონ ჯონი მეფე ჩარლზის სიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სტუმარი იყო, თუმცა მან ევროპაში ტურნეს გამო უარი თქვა. ზოგიერთი ტაბლოიდის ცნობით, ელტონ ჯონის უარის მიზეზი რეალურად ისაა, რომ მას პრინცესა დაიანასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა, ახლა კი არ სურს, რომ მონაწილეობა მიიღოს ცერემონიაში, სადაც კამილას დედოფლად აკურთხებენ.

ცერემონიაზე დამსწრე ვარსკვლავთა სიაშია აგრეთვე ენდრიუ ლოიდ უებერი, ლიონელ რიჩი და ოლი მერსი.

წყარო: en.as.com

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა