ავტორი:

შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში: მოკლულია ახალგაზრდა კაცი, მისი დაჭრილი 5 წლის შვილი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს

შეიარაღებული თავდასხმა ცხინვალში: მოკლულია ახალგაზრდა კაცი, მისი დაჭრილი 5 წლის შვილი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს

გუშინ, 28 თებერვალს ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად ცხინვალში დაჭრილი 5 წლის ბავშვი გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს. როგორც ekhokavkaza წერს, ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობაში დაადასტურეს. ცხინვალელი ექიმების ინფორმაციით, ბიჭის მდგომარეობა სტაბილური იყო.

ცხინვალის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ბავშვთა ქირურგის, ლუიზა ჯიოევას თქმით, როდესაც ბიჭი საავადმყოფოში შეიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ ექიმებმა "ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის გადასარჩენად", - თუმცა მოგვიანებით მისი თბილისში გადმოყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

"ბავშვს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, აღენიშნებოდა ღვიძლის, მსხვილი და წვრილი ნაწლავების დაზიანება, ასევე მარჯვენა წინამხრის ძვლების მოტეხილობა“, - განაცხადა ქირურგმა.

  • ცნობისთვის, გუშინ ცხინვალში სროლა იყო, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ხოლო ბავშვი დაჭრეს.

მოკლული, ბავშვის მამა, რიჩარდ მამიევია. ცხინვალის ე.წ. პროკურატურის ცნობით, მკვლელობა 1985 წელს დაბადებულმა ანდრეი ხუგაევმა ჩაიდინა, რომელსაც მტრული დამოკიდებულება ჰქონდა მოკლულთან.

ის ნებაყოფლობით ჩაბარდა პოლიციას, ჩააბარა დანაშაულის იარაღი და აღიარა დანაშაული .