ავტორი:

ბადრი ესებუამ უარი განაცხადა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მომსახურებაზე - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ბადრი ესებუამ უარი განაცხადა ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მომსახურებაზე - ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ესებუას პროცესი მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში დაზარალებულები ჰყავს წარმოდგენილი, რომელთაც სხდომაზე დაკითხავენ.

სხდომის დაწყებისთანავე მოსამართლე ეკატერინე ბებიამ განაცხადა, რომ სასამართლოს ბადრი ესებუამ განცხადებით მიმართა, სადაც ის ამბობს, რომ არ სურს მისი ინტერესები ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.

„მას სურს, რომ მისი ინტერესები სასამართლო პროცესებზე დაიცვან იოსებ ჯანაშიამ და ხათუნა ჯანაშიამ”, - აღნიშნა ეკატერინე ბებიამ.

ამ განცხადების შემდეგ ალექსანდრე კობაიძემ სხდომათა დარბაზი დატოვა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: