ავტორი:

ჯასტინ ბიბერს რამსეი-ჰანტის სინდრომი დაუდგინდა - მომღერალმა ყველა კონცერტი გააუქმა

ჯასტინ ბიბერს რამსეი-ჰანტის სინდრომი დაუდგინდა - მომღერალმა ყველა კონცერტი გააუქმა

მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა მსოფლიოს ტურნეში დარჩენილი ყველა კონცერტი გააუქმა ჯანმრთელობის პრობლემის გამო. ცნობილი გახდა, რომ მომღერალს რამსეი-ჰანთის სინდრომი დაუდგინდა. მანამდე ჯასტინმა ტურნე რამდენჯერმე გადადო, მიზეზი სახის დამბლა იყო, თუმცა რამ გამოიწვია სახის დამბლა, უცნობი იყო.

2022 წლის სექტემბერში ჯასტინმა თქვა, რომ სურდა პრიორიტეტული ჯანმრთელობა ყოფილიყო და ამ საკითხისთვის უნდა მიექცია ყველაზე დიდი ყურადღება.

ბიბერს კონცერტები უნდა გაემართა შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

  • რამსეი-ჰანთის სინდრომი არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს სახის ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს სახის ნაწილების დამბლას.

ის არ შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს, მაგრამ ეს არის გართულება, რომელიც დაკავშირებულია ბავშვობაში გადატანილ ჩუტყვავილას ვირუსთან. თუ იმუნური სისტემა დაქვეითებულია, ორგანიზმს ნაკლებად შეუძლია ინფექციასთან ბრძოლა. სხეული შეიძლება გახდეს დაუცველი ჩუტყვავილას ვირუსის რეაქტივაციისადმი.