ავტორი:

"ალისკა პირველი ამბობს, მამას, შემდეგ ედუჩის... სახელიც მამამ დაარქვა, ძალიან განიცდის მიშას მდგომარეობას" - სოფო ნიჟარაძე შვილის შესახებ საუბრობს

"ალისკა პირველი ამბობს, მამას, შემდეგ ედუჩის... სახელიც მამამ დაარქვა, ძალიან განიცდის მიშას მდგომარეობას" - სოფო ნიჟარაძე შვილის შესახებ საუბრობს

სოფო ნიჟარაძე 3 წლის წინ დედა გახდა, მან ამერიკაში იმშობიარა და გოგონას ალისა დაარქვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვის მამა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ 2 წლის წინ სოციალურ ქსელში თავად სააკაშვილმა დაწერა.

სოფო და ალისა რამდენჯერმე იყვნენ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. მომღერალს ამ დრომდე საჯაროდ არ უსაუბრია ექსპრეზიდენტთან ურთიერთობაზე. თუმცა "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" სოფომ შვილის შესახებ ისაუბრა. როგორც თქვა, გოგონას სახელი მამამ დაარქვა.

"ალისკა არის ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი. როცა პირველად დავინახე, გავგიჟდი, რომ ეს ჩემი შვილი იყო. შემდეგ უკვე შემოვიდა სხვა გრძნობები, მზრუნველობა, პასუხისმგებლობა... თვალწინ მიდგას ახლაც მისი დაბადება და დღეს რომ ვუყურებ, უკვე რა დიდი გოგოა. ორსულობაში სულ წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა, თუმცა სულ სხვანაირია რეალობაში. ძალიან აქტიურია, მომთხოვნი, მბრძანებელი. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გათამამებულია. უნდა ვთქვა, რომ ძალიან კონტაქტურია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში გაჩნდა.

ალისკა პირველი ამბობს, მამას, (შემდეგ ედუჩის, წამყვანი)...შემდეგ ყველას ჩამოთვლის, ხოლმე... ჩვენ ვცდილობთ, რომ ტელევიზორს არ ვაყურებინოთ, რომ არ დაისტრესოს. როცა მიშასთან მივდივართ და ხედავს, ძალიან განიცდის მის მდგომარეობას. მეკითხება, ავად ხომ არ არის, როგორ არის, პიცა უნდა გავუკეთო და წავუღოო, სულ ამას ამბობს. მიშა მიყვარს ძალიან, იტყვის ხოლმე მოწმენდილ ცაზე. როგორც უკვე დიდი გოგო, ისე ფიქრობს.

რაც შეეხება სახელს, ალისკა მამამისმა დაარქვა, სათამაშოების მაღაზიაში იყო და პირველი რაც შემხვდა და თვალში მომხვდა, წიგნი "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" იყოო და ბავშვს ალისა ხომ არ დავარქვათო. დავთანხმდი. მეორე სახელი, მარია მე ავურჩიე, ნათლობის სახელია", - ამბობს სოფო ნიჟარაძე.

ნახეთ ასევე: