ავტორი:

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

"ქორწინების სტატისტიკა შეიძლება საინტერესო იყოს მუდმივი ბინადრობის გაცემის კუთხით, რადგან რუსეთის მოქალაქეების საქართველოს მოქალაქეებზე ქორწინების გზით შესაძლებელია მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება და სწორედ მსგავსი ნებართვების წილი ჭარბობს გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობაში. შესაბამისად, შესაძლოა საქართველოში ბინადრობის უფლების მიღების მიზნით ფიქტიური ქორწინების გამოყენების პრაქტიკაც არსებობდეს, რაც მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია.

სერვისების განვითარების Სააგენტოდან მიღებული მონაცემების მიხედვით , 2019-2021 წლების ქორწინების სტატისტიკა მეტწილად ემთხვევა მუდმივი ბინადრობის მიღებაზე რუსეთის მოქალაქეების მიერ განცხადებების შეტანის ტენდენციებს. კერძოდ, 2019 წელს ქორწინების მაჩვენებელი (984), 2020 წელს 743-მდე შემცირდა ხოლო 2021 წელს მკვეთრად მოიმატა ქორწინებების რიცხვმა და 1646 შეადგინა. 2022 წელს 5 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც უკვე აღემატება 2020 წლის სრულ მაჩვენებელს" ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.