ავტორი:

ლაგოდეხში სამი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

ლაგოდეხში სამი ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს

ლაგოდეხის ცენტრში სამი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება ჯერ სიტყვიერ, ხოლო შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კონფლიქტის დროს ერთმა პირმა სამ ახალგაზრდას ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა.

დაშავებულთა მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.