ავტორი:

"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი" - ახალი გამოძიება, რომლის თანახმადაც პუტინი, კაბაევასთან ერთად, მოსკოვის სიახლოვეს ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს (ფოტოები)

"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი" - ახალი გამოძიება, რომლის თანახმადაც პუტინი, კაბაევასთან ერთად, მოსკოვის სიახლოვეს ფეშენებელურ სასახლეში ცხოვრობს (ფოტოები)

ახალი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავის შეყვარებულთან, ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევასა და შვილებთან ერთად, ვალდაის ტყეში, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე მდიდრულ სასახლეში ცხოვრობს. პრეზიდენტის სასახლის ფოტოებს რუსული მედიასაშუალება Proekt აქვეყნებს.

სასახლე 1996 წელს აშენდა, პუტინის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენისთანავე.

"ჩვენ გეტყვით, სად იმალებიან ისინი", - წერს გამოცემა.

პუტინს სურდა, რომ თავისი სასახლე სანკტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლისთვის დაემსგავსებინა, რომელიც "ოქროს სახლის" სახელითაა ცნობილი. ყოფილ პირველ ლედისთან, ლუდმილა ოჩერეტნაიასთან ოფიციალური განქორწინების შემდეგ, 70 წლის პუტინმა 39 წლის კაბაევა მიიყვანა თავის სასახლეში. 2020 წელს კი პრეზიდენტმა თავისი პარტნიორისთვის ახალი სახლის მშენებლობა დაიწყო.

მატარებლის სადგური და პირადი ვერტმფრენის აეროდრომი

"2021 წელს, კაბაევას სახლთან, ტბისპირა სადგური აშენდა, საიდანაც ნავით პატარა არხზე გასვლის შემდეგ უზარმაზარი, კლასიკური სასახლის პარკში მოხვდებით, რომელიც 28 ჰექტარზეა გაშენებული. ეს მიწები ოდესღაც სანერგე იყო, სადაც ეროვნული პარკის აღსადგენად წიწვოვან ხეებს ზრდიდნენ", - წერია საგამოძიებო ანგარიშში.

პუტინისა და კაბაევას საცხოვრებლებთან ასევე მდებარეობს უზარმაზარი სპა კომპლექსი - სოლარიუმით, საუნით, ტალახის ოთახით, მასაჟის აბანოებით, კოსმეტოლოგიის და სტომატოლოგიური ზონებით. აქ ასევე ნახავთ პერსონალურ, ჯავშნიან მატარებელს, რომელიც პუტინის ტბისპირა სამალავში წაგიყვანთ.

"ამ მიზეზით, საიდუმლო და დაცული სადგური აშენდა მის რეზიდენციასთან ახლოს",- ვკითხულობთ Proekt-ის ანგარიშში.

სატელიტურ ფოტოებში ჩანს პუტინის მატარებლის სადგურები. მას აქვს კერძო მატარებლის სადგური თავის სხვა რეზიდენციებშიც, სოჭსა და ნოვო-ოგარიოვოში, მოსკოვის მახლობლად. ასევე ამბობენ, რომ კაბაევას სახლში უამრავი მოახლე ჰყავს, რომლებიც მის ყველა საჭიროებას უზრუნველყოფენ.

გავრცელებული ხმების თანახმად, პუტინსა და კაბაევას რამდენიმე შვილი ჰყავთ, რომელთაც ისინი საზოგადოების თვალს აშორებენ. ბავშვების ვინაობა არასრულწლოვნობის გამო ანონიმური რჩება. გამოძიებამ დასძინა, რომ ბავშვები მუდმივად რეზიდენციაში იმყოფებიან.

იხილეთ ასევე:

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა