ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან - ხმაური საკანონმდებლო ორგანოს შიდა და გარე ტერიტორიაზე

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეები იკრიბებიან - ხმაური საკანონმდებლო ორგანოს შიდა და გარე ტერიტორიაზე

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "ძირს რუსული მთავრობა!".

პარალელურად დაძაბული ვითარებაა პარლამენტში, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ სხდომათა დარბაზიდან პარლამენტის უსაფრთხოების სამსახურმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციონერი დეპუტატები: დავით კირკიტაძე, დავით ხაჯიშვილი, ნიკოლოზ მაჭუტაძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ბოტკოველი, პაატა მანჯგალაძე.

განხილვის დროს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. ჟიული შარტავს სახელობის სხდომათა დარბაზში აყირავებული იყო სკამები და მაგიდები, გრძელდება შეძახილები "არა, რუსულ კანონს“. ასევე ხმაურია პარლამენტის დერეფანში, სადაც ის დეპუტატები იმყოფებიან, რომლებსაც სხდომაზე არ უშვებენ.

ნახეთ ასევე: