ავტორი:

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - დაპირისპირებაა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის (ვიდეო)

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა - დაპირისპირებაა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

აქციის მონაწილეები ცდილობენ, გზა გადაუკეტონ პარლამენტიდან გამოსულ დეპუტატებს, რის უფლებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ. ადგილზე სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მათ ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონებო".

ისინი პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორს უწყობენ.

ნახეთ კადრები ადგილიდან: