ავტორი:

"ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები" - შსს განცხადებას ავრცელებს

"ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები" - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს" - ნათქვამია განცხადებაში.

  • საქართველოს პარლამენტთან ვითარება დაიძაბა. ადგილზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

აქციის მონაწილეები ცდილობენ, გზა გადაუკეტონ პარლამენტიდან გამოსულ დეპუტატებს, რის უფლებასაც მათ პოლიციელები არ აძლევენ. ადგილზე სამართალდამცველთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. მათ ცოცხალი კედელი აქვთ გაკეთებული.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონებო".

ისინი პარლამენტიდან გამოსულ "ხალხის ძალის" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს, რომლებიც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობენ, სირცხვილის კორიდორს უწყობენ.

ნახეთ კადრები აქციიდან: