ავტორი:

როგორ შეხვდნენ პარლამენტის ფოიეში დეპუტატებს, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს - "მოღალატე", "მონებო"

როგორ შეხვდნენ პარლამენტის ფოიეში დეპუტატებს, რომლებმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს - "მოღალატე", "მონებო"

პარლამენტის ფოეიში ხმაურია, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს, ისმის შეძახილები - "მოღალატე", "მონებო".

არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილი შეძახილებით და სტვენით ელოდებიან დეპუტატების გამოჩენას, რომლებმაც კომიტეტის დარბაზი უნდა დატოვონ.

"მშიშრებო"- სკანდირებენ ისინი. დეპუტატებმა კი, სავარაუდოდ, მეორე გასასვლელიდან დატოვეს დარბაზი.

  • ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანპპროექტებს მხარი დაუჭირა.

მანამდე კი, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ხმაური და დაპირისპირება იყო ასევე პარლამენტის დერეფანშიც.

მედიის, არსამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში პროტესტი გამოხატეს, განაცხადეს, რომ კანონპროექტები სინამდვილეში რუსული კანონის ანალოგია და ის საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სვლას მნიშვნელოვგნად აფერხებს.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

ნახეთ ასევე: