ავტორი:

წუხელ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 36 პირი დაკავა

წუხელ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 36 პირი დაკავა

საქართველოს პარლამენტთან, ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 36 პირია დაკავებული.

როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე არიან დაკავებული.

აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განხილვა დაიწყო. პარლამენტის შენობაში და მის გარეთ, ხმაურისა და პროტესტის ფონზე კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ შეთავაზებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.