ავტორი:

"კატასტროფული მდგომარეობაა - ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს" - გიული ალასანია სააკაშვილზე

"კატასტროფული მდგომარეობაა - ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს" - გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „კატასტროფულად“ მძიმეა.

მისივე თქმით, ყველაფერი რაც ყოფილი პრეზიდენტის მისამართით კეთდება ემსახურება ერთ მიზანს, რომ „ადამიანი აღარ იყოს.“

"კატასტროფული მდგომარეობაა, ნახევარ დღეზე მეტ ხანს ადამიანს მეტყველება წართმეული ჰქონდა. არ ვიცი, ამაზე მძიმე მდგომარეობა არის გარდაცვალება. არ ვიცი, ეს კლინიკა, როგორ შეფასებებს იძლევა, მე ჩემი შეფასებები მაქვს. ჩემ შვილს ვუყურებ და ვხედავ, რომ ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ ადამიანი აღარ იყოს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში კლინიკა „ვივამედში“ ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად გიული ალასანია შესული, რომელიც გამოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, მედიასთან კომენტარს გააკეთებს.