ავტორი:

"ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ორბიტისკენ მიგვათრევს - ახლა, ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!" - მამუკა ხაზარაძე

"ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ორბიტისკენ მიგვათრევს - ახლა, ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!" - მამუკა ხაზარაძე

"ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ორბიტისკენ მიგვათრევს - ახლა, ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია! - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპულ არჩევანში არის ქართული სახელმწიფოს გადარჩენის შესაძლებლობა.

"გუშინდელი კანონპროექტის განხილვა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოა. ეს არის კანონი, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ მომავალს, არჩევანს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ გვითხრეს პარტნიორებმა, იმ ქვეყნის წარმომადგენლებმა, რომლის კავშირშიც გვინდა შესვლა. ეს არის რუსული კანონი. არანაირი კავშირი არ აქვს ვითომდა ამერიკულ კანონთან. შესაბამისად, ჩვენ, "ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ რამდენიმე წელია, რაც რუსეთის ორბიტისკენ მიგვათრევს. ყველაფერს აკეთებს "ქართული ოცნება“, რომ საქართველოს გახდეს რუსეთის ნაწილი. ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომელსაც სურვილი აქვს დამოუკიდებელ საქართველოში იცხოვროს. ახლა, ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი! ევროპულ არჩევანში არის ჩვენი ქართული სახელმწიფოს გადარჩენის შესაძლებლობა. არ დავთმობთ, ამ არჩევანს, რომელიც წინაპრებმა სისხლის და ოფლით მოგვიტანეს ამ დღემდე!“ - აღნიშნა ხაზარაძემ.