მთიან ტერიტორიებზე მცხოვრები კალიფორნიელები დიდთოვლობასთან გამკლავებას ცდილობენ. ქალაქ სან-ბერნარდინოში დიდთოვლობამ ელექტროენერგიის გათიშვაც გამოიწვია. კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა კი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა შტატის 13 ოლქში.

სან-ბერნარდინოს ოლქში თოვლმა არაერთი სახლი დაფარა და ვარაუდობენ, რომ ადგილის გასასუფთავებლად კვირაზე მეტი დროა საჭირო. ოლქში მაცხოვრებლებისთვის ცხელი ხაზი შეიქმნა, რათა ისეთი საკითხები მოაგვარონ, როგორიცაა გაყინული მილები, სახურავის პრობლემები და საკვების დეფიციტი.

წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა