ავტორი:

"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - "ოცნების" დეპუტატი ქალებისადმი მიმართვა და წილოსანის პასუხი

"რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე?" - "ოცნების" დეპუტატი ქალებისადმი მიმართვა და წილოსანის პასუხი

2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულმა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. თუმცა მანამდე კანონის განხილვა მთელი დღის განმავლობაში ხმაურიანად მიმდინარეობდა. ადგილზე მოხდა მოხდა ფიზიკური დაპირისპირები, რამდენიმე დეპუტატს ოპოზიციიდან, ძალით დაატოვებინეს სხდომა. მოგვიანებით კი დაპირისპირებამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა...

უფლებადამცველი იდა ბახტურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, კაჭრეთში მმართველი პარტიის ორ ქალ დეპუტატს შეხვდა და მათ პირადად ესაუბრა. ბახტურიძე კიდევ ერთხელ მიმართავს პოლიტიკოსებს და წერს, რომ არაფრის ფასად არ ღირს კანონპროექტისთვის მხარდაჭერა.

იდა ბახტურიძე:

"კაჭრეთში მძიმე საუბრის მერე ნინო წილოსანი ამბობს: "კარგია ამ ყველაფრის მოსმენა ჩვენთვისაც, ვისაც ეს კანონო არ მ ო გ ვ წ ო ნ ს”. გუშინ თქვა, რომ მხოლოდ სათაური არ ეკაიტიპება. ნინო, რა უნდა გიქნან დაუმორჩილებლობის გამო? - შეიძლება მამაშენი დაიჭირონ და უფულოდ დარჩე? დამიჯერე ცოტა ფულით, მაგრამ ღირსებით ცხოვრება საერთოდ არაა კოშმარი.

აგერ გეუბნები მე, არ ვიხდი 5000 დოლარს პალტოში, მაგრამ საერთოდ არ არის ეს ტრაგედია. ტრაგედიაა, როცა ხელს აწერ ქვეყნის დაღუპვას და არ გყოფნის გამბედაობა იბრძოლო, თუნდაც ბარბერის პალტოს დაკარგვის შიშის ფასად!

3 მარტია, იქვე იყო მარიამ ლაშხი თოთო ბავშვით ხელში, რომელიც ჯერ ვერ ამბობს - “დედა, მე არ მითხოვია, მაგრამ თუ გამაჩინე იბრძოლე, რომ ისეთ ქვეყანაში არ მომიწიოს ცხოვრება, სადაც ფერადი თმის გამო გამანადგურებენ!” ამ ბავშვს რას ეუბნებით-მეთქი და ახლაც იგივე კითხვა მაქვს მასთან.

ახლა პარლამენტარ დედებს მოგმართავთ - იბრძოლეთ, რათა მომავალ 3 მარტს თქვენი შვილების თვალებში ჩახედვის არ შეგრცხვეთ! და მადლობა ნაწილ მათგანს, ვინც ეს გუშინ დაგვანახა..."

იდა ბახტურიძის მიმართვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ნინო წილოსანი. დეპუტატი წერს, რომ ის მისი პოლიტიკური საქმიანობა მამის პიროვნებას მიაბეს, ხოლო მანამდე კი "მწყაზარი“ გარეგნობის გამო გააკრიტიკეს...

ნინო წილოსანი:

"ვითომ ფემინისტი რომ არის ადამიანი და ყოველ ჯერზე, მომენტს არ ტოვებს სტიგმებით გაავსოს სივრცე... აი, მაგალითად, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის საქმიანობა მამაჩემს მიაბას, თურმე, მის გამო ვდგამ ამა თუ იმ ნაბიჯს:)) ნუ იმას აღარ ვამბობ “მწყაზარი” გარეგნობის გამო რომ მაკრიტიკა სულ რამდენიმე ხნის წინ. დედის დღეს გილოცავთ..."